2024 წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე მდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც პაპუაშვილმა პარლამენტარების წევრთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვრის ცვლილება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული და ეს არა მხოლოდ ყოფილ დეპუტატებს, არამედ სხვა სეგმენტის პირებსაც შეეხება: სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ.
„ყოფილი წევრების პენსიებში არის ცვლილება. დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. – ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ასე რომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“. თქვა შალვა პაპუაშვილმა.
იხილეთ ასევე:
· პარლამენტმა პირველი მოსმენით პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი დაუჭირა