2024 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს 1 223 კომპანია ახორციელებდა.
როგორც BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, ბოლო 10 წელიწადში, ევროკავშირში ექსპორტიორების რიცხვი ძირითადად, მზარდია – განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველო EU-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს (2017).
საქართველოდან EU-ში ექსპორტიორთა რაოდენობა წლების მიხედვით:
2014 – 746
2015 –773
2016 – 853
2017 – 947
2018 – 1 029
2019 – 1 158
2020 – 1 016
2021 – 1 173
2022 – 1 192
2023 – 1 213
2024 – 1 223
2025 [4 თვე] – 568.
BMG-მ საქსტატიდან იმ კომპანიების სიაც გამოითხოვა, რომლებმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ევროკავშირში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელეს.
EU-ში ექსპორტიორი TOP-20 კომპანია:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს არ ემ ჯი კოპერი;
სს თელიანი ველი;
სს რუსთავის აზოტი;
შპს ატლანტიკ საქართველო;
შპს ედელინგი;
შპს კ და ქართული სპირტი;
შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი;
შპს მნ გრუპი-2021;
შპს პალატი 2022;
შპს რამ პოლიტეკქს;
შპს რუსთავის ფოლადი;
შპს სილქ თრეიდი;
შპს შინდისი;
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
შპს ჯეო კონცენტრატი;
შპს ჯეო ლოჯისტიკ;
შპს ჯეორჯიან პროდაქტს;
შპს ჯორჯიან მანგანეზი;
შპს ჯტჯ პლას;
შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.
ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელსაც საქართველო EU-ში ყიდის, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, თხილი და სხვა კაკალი და ყურძნის ნატურალური ღვინოებია.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირს 21%-იანი წილი უკავია – რას ვყიდით/ვყიდულობთ EU-ში?