2024 წელს ხელშეკრულება გაფორმდა 21 859 ტენდერზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჯამური ღირებულება 8.1 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9%-ის ეკვივალენტია.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 1 880 ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, 4 233 ტენდერი არ შედგა, ხოლო 857 შესყიდვას შეწყვეტილის სტატუსი მიენიჭა.
გასულ წელს Top 10 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 2 688 973 919 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში უმსხვილესი შემსყიდველი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა 121 ტენდერზე, მათი ჯამური ღირებულება კი 991 მილიონ ლარს აღემატებოდა.
უმსხვილესი შემსყიდველების ათეულში მეორე და მესამე პოზიციებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (403 277 874 ლარის 107 ტენდერით) და თბილისის მერია (208 121 574 ლარის 219 ტენდერით) იკავებდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წელს Top 10 შემსყიდველი ორგანიზაციის ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების მიხედვით, ასე გამოიყურებოდა:
· საავტომობილო გზების დეპარტამენტი (121 ტენდერი) – 991 379 185 ლარი;
· შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (107 ტენდერი) – 403 277 874 ლარი;
· თბილისის მერია (219 ტენდერი) – 280 121 574 ლარი;
· საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (112 ტენდერი) – 202 280 278 ლარი;
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (44 ტენდერი) – 159 597 340 ლარი;
· საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (154 ტენდერი) – 157 113 666 ლარი;
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (530 ტენდერი) – 145 447 993 ლარი;
· თბილისის სატრანსპორტო კომპანია (197 ტენდერი) – 129 281 836 ლარი;
· საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (53 ტენდერი) – 113 574 223 ლარი;
· სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (68 ტენდერი) – 106 899 950 ლარი.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება – 8.1 მილიარდი ლარი არ მოიცავს დონორის სახსრებით განხორციელებულ შესყიდვებს (DEP ტენდერები), სპეციალური წესით გამოცხადებული ტენდერებსა (GEO ტენდერები) და საგრანტო კონკურსებს (GRA კონკურსები).
www.bpn.ge
