საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
Henley & Partners-ის რეიტინგის მიხედვით, ქართული პასპორტი 2024 წლეს რეგიონში კვლავ ყველაზე ძლიერია. რეიტინგში, ქართული პასპორტი 51 ადგილზეა 122 უზივო მიმართულებით და წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსული პასპორტი 52-ე ადგილზეა 120 მიმართულებით, 53-ზე თურქეთი 118 მიმართულებით, აზერბაიჯანი 72-ზე, სომხეთი 75-ზე.
რეიტინგში 6 ქვეყნის პასპორტი სახელდება ყველაზე ძლიერად. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი. Henley & Partners-ის პასპორტის ინდექსში ეს ქვეყნები პირველ ადგილზე არიან 194 უვიზო მიმართულებით.
სამხრეთ კორეა, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები მეორე ადგილზე არიან, სადაც 193 მიმართულებაზეა უვიზო წვდომა. მესამე ადგილზეა ავსტრია, დანია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია 192 ქვეყანაში უვიზო წვდომით.
ამერიკიდან პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ 189 ქვეყანა მოინახულონ უვიზოდ, რაც აშშ-ს პასპორტს მეექვსე პოზიციას უჩენს.
რეიტინგში ბოლო ხუთეულში: ავღანეთის, სირიის, ერაყის, პაკისტანისა და იემენის პასპორტები, რომელთაც უვიზო მიმოსვლა 28-დან 35 ქვეყანაში აქვთ.