2024 წელს უძრავ ქონებაში $155.3 მლნ-ის FDI ჩაიდო – TOP ინვესტორი ქვეყნები/კომპანიები

უძრავი ქონება ქვეყნის ეკონომიკის ის დარგია, რომელიც 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიუხედავად, უძრავ ქონებაში ჩადებული FDI-ს მოცულობა 155 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად ეკონომიკის სექტორების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეიტინგში უძრავ ქონება 11.6%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. მას საფინანსო-სადაზღვევო და დამმუშავებელი მრეწველობა უსწრებს.
უძრავ ქონებაში პირდაპირი უცხოური კაპიტალის დინამიკას წლების მიხედვით თუ შევხედავთ, ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასეთია:
2020 წელი – $53.7 მლნ;
2021 წელი – $44.3 მლნ;
2022 წელი – $370.5 მლნ;
2023 წელი – $111.2 მლნ;
2024 წელი – $155.3 მლნ;
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელი ქვეყნები არიან უძრავი ქონების უმსხვილესი ინვესტორები საქართველოში და ასევე რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI კონკრეტულად ამ სექტორში. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2024 წელს უძრავ ქონებაში ყველაზე დიდი ინვესტიციები -დან და დან შემოვიდა.
უძრავი ქონების ინვესტორი – ქვეყნების რეიტინგი: