2024 წელს ტურისტთა ნაკადის 22%-იანი მატება გვაქვს – ახალციხის(რაბათის) ციხე

სტატისტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს ტურისტთა ნაკადის 22%-იანი მატება გვაქვს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ახალციხის(რაბათის) ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული განპირობებულია ახალციხის ციხის კომუნიკაციის და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერების განახლებული გეგმის კონცეფციის განხორციელებით და ზოგადად, ქვეყანაში ტურისტული სეგმენტის საგრძნობლად მომატებული აქტიურობით.
“2023 წელს, ახალციხის ციხის ტურისტთა სტატისტიკური მონაცემებით კომპლექსი – 112 985 ვიზიტორმა მოინახულა, აქედან: საქართველოს მოქალაქე – 61 932 იყო, ხოლო – 51 053 უცხოელი ვიზიტორი. რაც შეეხება 2024 წელს, 6 თვის მონაცემების მიხედვით ტურისტთა საერთო რაოდენობამ – 62 371 ვიზიტორი შეადგინა. აქედან: საქართველოს მოქალაქე – 41 420 იყო, ხოლო – 20 951 უცხოელი ვიზიტორი.
2024 წელს არსებული ტურისტული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა კომპლექსის დამთვალიერებელ ტურისტთა ქვეყნების ხუთეული. ტურისტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ს ფედერაცია, შემდეგ მეორე ადგილზე მოდის – ჩინეთი, მესამე – პოლონეთი, მეოთხე – გერმანია და ბოლოს მეხუთე ადგილს – იკავებს. აღნიშნული მონაცემები ცვალებადია და ყოველ წელს იცვლება”, – აცხადებს ზაზა თამარაშვილი.
ცნობისთვის, ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში მდებარე ახალციხის ციხე კომპლექსი 2012 წლის 16 აგვისტოს გახსნა იგი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ისტორიული, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლოკაციები, აგრეთვე კომპლექსის ისტორიულ ფლიგელში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაზეც წარმოდგენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მოპოვებულია, როგორც რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მხარეში.
კომპლექსს ჰყავს 16 მაღალკვალიფიციური საექსკურსიო გიდი, რომლებიც ექსკურსიებს ატარებენ 6 ენაზე, როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. აგრეთვე აღსანიშნავია რომ კომპლექსს აქვს აუდიო გიდის 3 ენოვანი სერვისიც. კომპლექსი იყოფა ორ ფლიგელად. ქვედა, უფასო ფლიგელში განთავსებულია კომერციული დაწესებულებები და უმეტესად იქ იმართება ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება ზედა ისტორიულ ფლიგელს, იქ შესვლა ფასიანია და ბილეთის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში შეადგენს: ზრდასრული – 18 ლარი, სტუდენტი – 15 ლარი, მოსწავლე – 12 ლარი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: ზრდასრული – 7 ლარი, სტუდენტი – 3 ლარი, პენსიონერი – 3 ლარი, მოსწავლე – 2 ლარი.
წყარო: bp.ge