2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი – ფინანსთა მინისტრი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ტურიზმის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ ღონისძებებზე.
მისი თქმით, მომავალ წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ ლარს.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ს, მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად, 161 მლნ ლარის ოდენობით.
მისი თქმით, 2024 წელს, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე, 2 ახალი 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.