2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს გაუტოლდება – Galt&Taggart

2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს გაუტოლდება – Galt&Taggart
2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.2 მლრდ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) გაუტოლდება, ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 274 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+20.9% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+22.4% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) გაუტოლდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9%-ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

ასევე დაგაინტერესებთ