2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს – კვლევა

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ ირკვევა საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევიდან.
უფრო კონკრეტულად, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2024 წელს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორის შემოსავლებმა 22.7 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიის მიხედვით, გაყიდვების 50% დედაქალაქზე – თბილისზე, ხოლო 50% რეგიონებზე მოდიოდა.
რაც შეეხება გაყიდულ პროდუქციას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორის შემოსავლების ძირითადი წილი 67% საკვებზე მოდიოდა; 14% – სასმელზე; მარკეტების შემოსავლების 7% მიღებულია თამბაქოს გაყიდვებით, რაც 1.589 მლრდ ლარი გამოდის; 6% – 6% კი თანაბრად საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებზე ნაწილდებოდა.
„2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით 9.2 მლრდ ლარამდე, ხოლო სხვა ფორმატები 1.9%-ით 13.5 მლრდ ლარამდე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა,“ – ნათქვამია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება