2024 წელს საქართველომ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 90,056.79 ათასი დოლარის ღირებულების 20,108.79 ტონა შოკოლადი იყიდა, წლიური ზრდა 7%-ია.
საქართველოსთვის შოკოლადის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია. რუსეთზე საქართველოში შოკოლადის იმპორტის 41%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადს ყიდულობს:
· რუსეთი – 8,145.21 ტონა,
· უკრაინა – 3,020.34 ტონა,
· თურქეთი – 2,148.48 ტონა,
· პოლონეთი – 1,160.25 ტონა,
· ხორვატია – 1,135.65 ტონა.
