2024 წელს საქართველომ 138 მლნ ლიტრი ლუდი მოიხმარა

2024 წელს საქართველოში ღვინის მოხმარება წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 138 მილიონი ლიტრი შეადგინა. როგორც TBC Capital-ის სექტორულ კვლევაშია აღნიშნული, გასულ წელს მოხმარებული ლუდის 87% ადგილობრივი წარმოების იყო, 13% კი იმპორტული.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, რამაც გასულ წელს 127 მილიონი ლიტრი შეადგინა, ლუდის მომხმარებელთა შორის მზარდი პოპულარობით სარგებლობს იმპორტული პროდუქცია. კერძოდ, თუ გასულ წელს იმპორტის წილმა მოხმარებაში 13% შეადგინა, 2023 წლის 12 თვეში ეს 10% იყო, 2022 წელს კი – 9%.
კვლევის თანახმად, მზარდია ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზეც. კერძოდ, 2024 წლის მონაცემით, 15+ ასაკის მოსახლეობაში, ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 46 ლიტრ ლუდს სვამს. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 42 ლიტრი იყო, 2020-ში კი – 36 ლიტრი.
მოხმარების ზრდასთან ერთად გაიზარდა ლუდის საშუალო, საცალო ფასიც და ლიტრზე 2.8 ლარი შეადგინა. ლუდზე ინფლაცია 10%-ია.