საქართველოს პროკურატურის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში საპროცესო შეთანხმებისას დაკისრებული ფულადი ჯარიმების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღია – მიუხედავად იმისა რომ გასულ წელთან შედარებით საპროცესო შეთანხმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი არ გაზრდილა, ჯარიმის სახით გადახდილი თანხების ოდენობა 6 მილიონზე მეტი ლარით მეტია 2024 წელს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს:
· საპროცესო შეთანხმებისას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა სასჯელის სახით გამოიყენების მაჩვენებელი 16,8% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021-2023 წლებში ეს რიცხვი 15,8%-ზე მაღალი არ ყოფილა.
· სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი 19% იყო – წინა წლებთან შედარებით, ესეც გაზრდილი მაჩვენებელია. 2020-2024 წლებში ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი 18,1% იყო.
ფორუმი
