2024 წელს ობლიგაციების ბაზარზე მეტად ვიქნებით წარმოდგენილი – გოგა მელიქიძე საპენსიო დანაზოგების ინვესტირებაზე

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ საპენსიო სისტემაში განთავსებული საპენსიო დანაზოგები 2024 წელს ობლიგაციების ბაზარზე მეტად იქნება წარმოდგენილი.
როგორც მან საპენსიო სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, დანაზოგებით სააგენტომ მათ შორის ქართული კომპანიების ობლიგაციებიც შეიძინა.
„ობლიგაციების ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. მიმდინარე წელს ჩვენ 4 ობლიგაციები ვიყიდეთ „საქართველოს ლიზინგისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ ობლიგაციები. შემდეგ წელს ვიცით, რომ ემისიები უფრო მეტად აქტიური იქნება და ჩვენ ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვნად ვიქნებით წარმოდგენილები. დეპოზიტების ბაზარიც საინტერესოა, სახაზინო ობლიგაციებისაც და ობლიგაციებისაც“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე