“2024 წელს მინიმუმ 25%-ით უნდა გავიზარდოთ” – “ს” გეგმები

ს” დირექტორი, გაგა გოგუა, კომპანიის 2024 წლის გეგმებზე BMGTV-ის ეთერში საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს მათ პორტფელს საცალო გაყიდვების სექტორიც შეუერთდება.
“ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტები და, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, ვხედავთ, რომ წელს მინიმუმ 25%-ით გავიზრდებით ბაზარზე. შევდივართ ახალ ბიზნესშიც, რითეილის მიმართულებით და ვგეგმავთ, რომ ჩვენი პორტფელის 20%-ს სწორედ ეს სექტორი დაიკავებს”, – ამბობს გაგა გოგუა.
რაც შეეხება გასულ წელს, “ ლიზინგი” BARTA 2023-ის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მფლობელია. როგორც მისი დირექტორი აღნიშნავს, მმართველობითი ანგარიშის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება “ ლიზინგს” საერთაშორისო ფინანსების მოზიდვაში ეხმარება.
“ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა კერძო სექტორის განვითარებაც, რაც, თავის მხრივ, ფინანსების მოზიდვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კერძო სექტორისთვის, რომ მმართველობითი ანგარიშგება იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან ზედმიწევნით მიახლოებული. საკუთარ მაგალითზე რომ შევაფასოთ, 2023 წელს ₾400 მილიონი გვქონდა მოზიდული, საიდანაც 60-70% არის საერთაშორისო კორპორაციებისგან, დანარჩენი კი – ლოკალური. სწორედ ამაში გვიწყობს ხელს BARTA, რომელიც ითხოვს ჩვენგან ანგარიშგების იმ დონემდე მიყვანაში, რაც ბაზარზეა მოთხოვნილი და გვმატებს ნდობას, გამჭვირვალობასა და რეპუტაციას”, – ამბობს გაგა გოგუა.