2024 წელს მეტროს ვაგონების განახლებაზე თბილისის მერია 10 მლნ ლარს დახარჯავს

2024 წელს მეტროს ვაგონების განახლებაზე თბილისის მერია 10 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ წელს ასევე დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი და მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა