2024 წელს მეორად ბაზარზე 20,207 ბინა გაიყიდა – Galt&Taggart

2024 წლის დეკემბერში გაყიდვები შემცირდა უძრავი ქონების მეორად ბაზარზეც (ჯამურად, ახალ და ძველ პროექტებში) წლიურად 3.0%-ით – 2024 წლის მიმოხილვას „გალთ ენდ თაგარტი“ აქვეყნებს.
„პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება შესაძლოა მიუთითებდეს გაურკვევლობის პირობებში მყიდველის პრეფერენციებს დასრულებულ ბინებზე.
ჯამურად 2024 წელს მეორად ბაზარზე 20,207 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.8%-იანი კლებაა. ეს განპირობებული იყო ძველი პროექტების გაყიდვების 12.5%-იანი ვარდნით, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების გაყიდვები 8.1%-ით გაიზარდა“ – ნათქვამია მიმოხილვაში.