2024 წელს კრისტალმა 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებას ახალი სტატუსით აგრძელებს.
კომპანიამ 2024 წელს ადგილობრივი დასაერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 90 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურირესურსი მიიღო, რაც 2023 წლის მონაცემებს 12 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.
გასულ წელს კრისტალმა ფინანსური რესურსი მოიზიდა ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსურიინსტიტუტებისგან, როგორებიცაა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (Proparco), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) BlueOrchard Finance Ltd, responsAbility Investment AG, Bank im Bistum Essen eG, Triple Jump B.V., Kiva, Developing World Markets (DWM) დაSymbiotics Asset Management SA.
„ფინანსური ნაკადების უწყვეტობამ, მაღალირეპუტაციის მქონე ფინანსურ ორგანიზაციებთანთანამშრომლობის გაღრმავებამ, „კრისტალი“, როგორც სანდო, შედეგზე ორიენტირებული კომპანიადა სტაბილური პარტნიორი, კიდევ ერთხელწარმოაჩინა. ეს არა მარტო ჩვენს მდგრადგანვითარებაზე, არამედ ზოგადად, ქვეყანაში მეწარმოების განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. კრისტალი, უკვე როგორც მიკრობანკი, ადგილობრივდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთანთანამშრომლობასა და მათგან დაფინანსებისმოზიდვის კუთხით მუშაობას 2025 წელსაც აქტიურადგააგრძელებს“, -აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.
მიღებული საკრედიტო რესურსები სხვადასხვასტრატეგიულ და მნიშვნელოვან მიმართულებას, მათშორის, მცირე და საშუალო ბიზნესების, მიკრომეწარმეების, ქალების, ახალგაზრდებისა დაფერმერების ინოვაციური ფინანსური სერვისებითმხარდაჭერას, განახლებადი ენერგიებისა დაენერგოეფექტურობის წახალისებას, ფინანსებზეხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალი პროდუქტებისშექმნასა და არსებულის დახვეწას მოხმარდება.
2024 წელს კრისტალის დაფინანსების სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებული გახდა. აღსანიშნავიაისიც, რომ უცხოურ კაპიტალზე გაზრდილი წვდომის, ახალი საკრედიტო რესურსებისა და უწყვეტითანამშრომლობის საფუძველზე, 2024 წელს Fitch Ratings-მა კრისტალის გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) გააუმჯობესა (საკრედიტო შეფასება 2 დონით გააუმჯობესდა) და ‘B’ სტაბილურად შეაფასა.
“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა დან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ
ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.