2024 წელს კომპანიების 67%-მა ინვესტიციები გაზარდა – BAG

BAG ინვესტიციების კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 67%–მა განაცხადა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენი 10%-ისთვის შემცირდა.
მშენებლობის სექტორში კომპანიების 92%-ის განცხადებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები გაიზარდა, რაც სექტორებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მომსახურების სექტორში ჯამური ინვესტიციების ზრდა კომპანიების 69%-მა დააფიქსირა, ვაჭრობის სექტორში კომპანიების 65%-მა, ხოლო მრეწველობის სექტორში – 50%-მა.
ინვესტიციები შემცირებულია მრეწველობაში, ვაჭრობას ადა მომსახურების სექტორებში. უფრო კონკრეტულად, მრეწველობის სექტორში კომპანიების 25%-ის განცხადებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები შემცირდა. ვაჭრობის სექტორში მოცემულ პერიოდში ჯამური ინვესტიციების შემცირება კომპანიათა 10%-მა დააფიქსირა, ხოლო მომსახურების სექტორში – 6%-მა. მშენებლობის სექტორში გამოკითხულ არცერთ კომპანიას ჯამური ინვესტიციები არ შეუმცირებია.
2024 წელს, კომპანიებმა თითქმის თანაბრად გაზარდეს ინვესტიციები მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში (73%), პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებსა (72%) და შენობა ნაგებობებში (71%).
“სექტორების მიხედვით, მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის სექტორში, სადაც კომპანიების 74%-მა გაზარდა ინვესტიციები აღნიშნული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებში (72%) და შენობა-ნაგებობებში (64%) ინვესტიციების ზრდის მიხედვითაც ვაჭრობის სექტორი გამოირჩეოდა”,- ვკითხულობთკვლევაში.