2024 წელს ინფრასტრუქტურაზე თითქმის 6.7 მლრდ ლარი დაიხარჯება – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი და საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.
„თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს. საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ