2024 წელს თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 1,8 მლრდ ლარი იქნება

2024 წელს თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 1,8 მლრდ ლარი იქნება
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თმით, ეს არის პროექტის პირველადი ვერსია და ბიუჯეტის მოცულობა დაკორექტირდება.
„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით.
ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.