2024 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავალი 21%-ით გაიზარდა და 1.24 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქციზის შემოსავლები ასე გადანაწილდა:
ადგილობრივი ნაწარმი – 46 925 148 ლარი;
იმპორტირებული თამბაქოს ფიქსირებული აქციზი – 562 653 601 ლარი
იმპორტირებული თამბაქოს ადვალური აქციზი – 637 773 169 ლარი
ცნობისთვის, მიმდინარე წელს თამბაქოს აქციზიდან საბიუჯეტო შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ახალი ინიციატივით სიგარეტზე აქციზური მარკის საფასურმა 1.7 ლარიდან 1.9 ლარამდე მოიმატა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე განაკვეთი 1.7 ლარიდან 1.85 ლარამდე გაიზარდა.