2024 წელს, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილები იყო

2024 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 426.8 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 322.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ. აშშ დოლარით (4.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 464.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 303.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები „საქსტატმა“ გაავრცელა