2024 წელს ექსპორტზე 7 მლრდ დოლარამდე ღირებულების ქართული პროდუქტი გავიდა

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ადგილობრივი ექსპორტი 5%-ით გაიზარდა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
შარშან საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 6.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის თითქმის 46%-ს შეადგენს. 2023 წელთან შედარებით ჯამურ ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი შემცირებულია.
2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73% პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: (653.4 მლნ. დოლარი), თურქეთი (402.5 მლნ დოლარი) და ჩინეთი (273.4 მლნ დოლარი).
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 322 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7% შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%).
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 322 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7% შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%).