2024 წელს ევროკავშირში ენერგორესურსებს იმპორტი შემცირდა – Eurostat

2024 წელს ევროკავშირმა 375,9 მილიარდი ევროს ღირებულების 720,4 მილიონი ტონა ენერგომატარებლების იმპორტი განახორციელა. მონაცემებს Eurostat ავრცელებს.
2023 წელთან შედარებით იმპორტი შემცირდა როგორც ღირებულებით (-16.2%), ასევე წმინდა წონით (-7.1%).
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, კლება დაფიქსირდა როგორც იმპორტის ფასში (-4,7%), ასევე იმპორტის მოცულობაში (-2,4%).
2023 წელთან შედარებით თხევადი აირის იმპორტზეც მკვეთრი კლება დაფიქსირდა ღირებულებაში (-39,1%) და მოცულობაში (-15,1%). ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა ბუნებრივ აირზეც, რომლის მიწოდება ღირებულებით 30.2%-ით, მოცულობითი კი 4.4%-ით შემცირდა.
ევროკავშირისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტში უმსხვილესი პარტნიორები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები (16.1%), ნორვეგია (13.5%) და ყაზახეთი (11.5%).
იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარი (45,3%) მიწოდებული იყო შეერთებული შტატების მიერ, უსწრებს რუსეთს (17,5%) და ალჟირს (10,7%).
ბუნებრივი აირის ძირითადი ნაწილი ევროკავშირში ნორვეგიიდან შედიოდა (45,6%). შემდეგ მოდის ალჟირი 19,3%-ით და 16,6%-ით.
თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში 2024 წელს 18%-ით გაიზარდა. ევროპაში რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველები იყვნენ საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია.