2024 წელს დუბაიში უძრავი ქონების ფასი 14%-მდე გაიზრდება – Khaleej Times

2024 წელს დუბაიში უძრავი ქონების ფასი 14%-მდე გაიზრდება, ამის შესახებ Khaleej Times-თან Binghatti Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუჰამედ ბინგჰატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების მატების მიზეზი მოსახლეობის ზრდა და იპოთეკურ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ვარდნის გამო, მაღალი მოთხოვნაა. მუჰამედ ბინგჰატი ამბობს, რომ უძრავი ქონების ფასის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ დუბაიში ქონების შეძენით ყოველდღიურად მეტი მილიონერი ინტერესდება.
ცნობისთვის, 2022 წელს მხოლოდ დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 97 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 67 მილიარდ ევროს აღემატება. ექსპერტების ვარაუდით, გაყიდვები წელსაც იმავე ტემპით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ