2024 წელს გლობალური რეკლამის შემოსავალი პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის შემოსავალი 2024 წელს პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. მოსალოდნელია, რომ Google, Meta, ByteDance, Amazon და Alibaba მთლიანი თანხის ნახევარზე მეტს იმ ბაზარზე გამოიმუშავებენ, სადაც ტექნოლოგიების სექტორი დომინირებს. ამის შესახებ მედია სააგენტო GroupM იტყობინება.
სააგენტოს შეფასებით, დიდ განვითარებულ ბაზრებზე მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, გლობალური რეკლამის შემოსავალი 2024 წელს 9,5%-ით გაიზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ბაზარი კიდევ 7.7%-ით გაფართოვდება. ზრდის უმეტესი ნაწილი -ს სააგენტოებზე მოდის, რომლებიც ციფრულ რეკლამას ყიდიან.
2024 წელს აშშ-ს პოლიტიკური რეკლამის შემოსავალმა 15,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია. მომავალ წელს, ციფრული რეკლამიდან შემოსავალი შესაძლოა რეკლამის მთლიანი შემოსავლის 73%-ს გაუტოლდეს. დასკვნას სტრიმინგიდან, ციფრული გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მომდინარე შემოსავლებზე დაყრდნობით აკეთებენ.
ტრადიციული სარეკლამო არხები (როგორიცაა ტელევიზია, ბეჭდური და რადიო) ციფრული ტექნოლოგიების მხრიდან შევიწროებას განიცდიან, რადგან თანამედროვე არხები დომინირებენ. 2024 წელს ბეჭდური სახით რეკლამის გლობალური შემოსავალი 4,5%-ით შემცირდა და 2025 წელს კიდევ 3%-ით შემცირდება. მომავალ წელს აუდიო რეკლამიდან შემოსავალი უცვლელი დარჩება. პროგნოზის მიხედვით, 2029 წლისთვის ტელევიზიის შემოსავლები მხოლოდ 2,4%-ით იქნება გაზრდილი.
2024 წელს ჩინეთში, მთლიანი რეკლამიდან შემოსავალი სავარაუდოდ, 13.5%-ით გაიზრდება და 204,5 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. დიდ ბრიტანეთში წლევანდელი ზრდა 8,3%-ით არის შეფასებული.