2024 წელი ისტორიაში ყველაზე თბილი იქნება – მეცნიერები

მიმდინარე წლის ნოემბერი მეორე ყველაზე თბილი თვე იყო დაკვირვებების ისტორიაში რაც ადასტურებს მოლოდინს, რომ 2024 წელი ყველაზე თბილი წელი იქნება.
კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის სამსახურის „კოპერნიკის“ მონაცემებით, გლობალური ტემპერატურა ნოემბერში საშუალოდ 14,1°C იყო, რაც 0,73°-ით აღემატება 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.
მთლიანობაში, 2024 წლის ნოემბერი 1,62°C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს.
ამრიგად, ეს ბოლო 17 თვიდან მე-16 თვეა, როდესაც საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,5°C-ით აჭარბებს პრეინდუსტრიულ პერიოდს (1850-1900 წწ).
„წლის ბოლოსწინა თვის მონაცემებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელი იქნება ყველაზე თბილი წელი და პირველი კალენდარული წელი 1.5°C-ზე მაღლა ტემპერატურით“, – თქვა სამანტა ბურგესმა, სამსახურის დირექტორის მოადგილემ.