2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ეს ყველაფერი ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა

2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ეს ყველაფერი ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა
ჩვენ 2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
„ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2025 წლისთვის. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა