2024-ში მსოფლიოში 3.7 ათასი ტონა ოქრო მოიპოვეს – როგორია მწარმოებელი ქვეყნების ტოპ-10

2024 წლის ბოლოსთვის, მსოფლიო მასშტაბით 3.7 ათასი ტონა ოქრო მოიპოვეს. ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭო (WGC) იტყობინება, რომლის თანახმად, ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 0.6%-იან ზრდას წარმოადგენს.
მსოფლიო ლიდერი ოქროს მოპოვებით ჩინეთია, რომელმაც 2024 წელს 380.2 ტონა ოქრო მოიპოვა, რაც მთლიანი მოპოვების 10.4%-იან წილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი მოცულობებია დან (330 ტონა), ავსტრალიიდან (284 ტონა) და კანადიდან (202.1 ტონა).
რაც შეეხება ოქროს ტოპ 10 უმსხვილეს მომპოვებელს, ასე გამოიყურება:
· ჩინეთი – 380.2 ტონა;
· – 330 ტონა;
· ავსტრალია -284 ტონა;
· კანადა 202.1 ტონა;
· – 158 ტონა;
· განა – 140.6 ტონა;
· მექსიკა – 140.3 ტონა;
· ინდონეზია – 140.1 ტონა;
· პერუ – 136.9 ტონა;
· უზბეკეთი – 129.1 ტონა.
რაც შეეხება ზოგადადა ოქროს მარაგებს, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1 044 ტონით გაზარდეს. წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან“ – ირაკლი კობახიძე