2024 წელს შემოწმებული ფულის 60% ყალბი იყო. ამის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ექსპერტიზა ჩატარდა კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, 257 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ 11 014 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე. ექსპერტიზა ჩაუტარდა ლარს, დოლარს, ევროსა და სხვა უცხოურ ვალუტებს.
ლარის ყალბი ბანკნოტები/მონეტები ნომინალების მიხედვით პროცენტულად შემდეგნაირად აისახება:
2024 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით შემცირდა
38.9 პროცენტით. ყალბი დოლარების ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.8 პროცენტით, ხოლო
ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 42.5 პროცენტით. აგრეთვე, სხვა ყალბი უცხოური ვალუტა გაიზარდა 4.9-ჯერ. რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას 2023 წელთან
შედარებით გაიზარდა 9.7-ჯერ.
