“2024 წელს მინიმუმ 25%-ით უნდა გავიზარდოთ” – “თიბისი ლიზინგის” გეგმები

ლიზინგის” დირექტორი, გაგა გოგუა, კომპანიის 2024 წლის გეგმებზე BMGTV-ის ეთერში საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს მათ პორტფელს საცალო გაყიდვების სექტორიც შეუერთდება.
“ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტები და, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, ვხედავთ, რომ წელს მინიმუმ 25%-ით გავიზრდებით ბაზარზე. შევდივართ ახალ ბიზნესშიც, რითეილის მიმართულებით და ვგეგმავთ, რომ ჩვენი პორტფელის 20%-ს სწორედ ეს სექტორი დაიკავებს”, – ამბობს გაგა გოგუა.
რაც შეეხება გასულ წელს, “” BARTA 2023-ის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მფლობელია. როგორც მისი დირექტორი აღნიშნავს, მმართველობითი ანგარიშის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება “თიბისი ლიზინგს” საერთაშორისო ფინანსების მოზიდვაში ეხმარება.
“ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა კერძო სექტორის განვითარებაც, რაც, თავის მხრივ, ფინანსების მოზიდვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კერძო სექტორისთვის, რომ მმართველობითი ანგარიშგება იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან ზედმიწევნით მიახლოებული. საკუთარ მაგალითზე რომ შევაფასოთ, 2023 წელს ₾400 მილიონი გვქონდა მოზიდული, საიდანაც 60-70% არის საერთაშორისო კორპორაციებისგან, დანარჩენი კი – ლოკალური. სწორედ ამაში გვიწყობს ხელს BARTA, რომელიც ითხოვს ჩვენგან ანგარიშგების იმ დონემდე მიყვანაში, რაც ბაზარზეა მოთხოვნილი და გვმატებს ნდობას, გამჭვირვალობასა და რეპუტაციას”, – ამბობს გაგა გოგუა.

ასევე დაგაინტერესებთ