2024 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება 2 მილიარდ 952 მილიონი ლარია – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება იზრდება 273 მლნ ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 952 მილიონ ლარს. მისი თქმით გათვალისწინებულია:
· ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდამ შეადგინა 45%;
· თავდაცვის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გამოყოფილია 330,0 მლნ ლარი;
· შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისთვის, გათვალისწინებულია 131 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 30 სახანძრო მანქანის შესყიდვა.