2024 წლის ბოლოსთვის, მსოფლიო მასშტაბით 3.7 ათასი ტონა ოქრო მოიპოვეს. ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭო (WGC) იტყობინება, რომლის თანახმად, ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 0.6%-იან ზრდას წარმოადგენს.
მსოფლიო ლიდერი ოქროს მოპოვებით ჩინეთია, რომელმაც 2024 წელს 380.2 ტონა ოქრო მოიპოვა, რაც მთლიანი მოპოვების 10.4%-იან წილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი მოცულობებია რუსეთიდან (330 ტონა), ავსტრალიიდან (284 ტონა) და კანადიდან (202.1 ტონა).
რაც შეეხება ოქროს ტოპ 10 უმსხვილეს მომპოვებელს, ასე გამოიყურება:
· ჩინეთი – 380.2 ტონა;
· რუსეთი – 330 ტონა;
· ავსტრალია -284 ტონა;
· კანადა 202.1 ტონა;
· აშშ – 158 ტონა;
· განა – 140.6 ტონა;
· მექსიკა – 140.3 ტონა;
· ინდონეზია – 140.1 ტონა;
· პერუ – 136.9 ტონა;
· უზბეკეთი – 129.1 ტონა.
რაც შეეხება ზოგადადა ოქროს მარაგებს, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1 044 ტონით გაზარდეს. წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.
bpn.ge
