2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება – მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, გახსნის ცერემონიალი ახალ გუდაურში შედგება.
მათი ინფორმაციით, დამსვენებლები საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას 9 დეკემბრიდან ეტაპობრივად შეძლებენ.
ცნობილია, რომ ზამთრის სათხილამურო კურორტზე, ახალ გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.