პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ციტრუსის სეზონზე ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის ექსპორტირებულია 33 800 ტონა, 22 მილიონი აშშ დოლარის ციტრუსი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი.
ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9 900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2 474 000 ლარი შეადგინა. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, პროცესი გრძელდება და დამატებით 3-5 ათასი ტონის გადამუშავება იგეგმება.