2023 წლის IV კვარტალში ღაზის სექტორის ეკონომიკა 80%-ით შემცირდა – მსოფლიო ბანკი

2023 წლის მეოთხე კვარტალში ღაზის სექტორის ბლოკირებული ეკონომიკა, ს მასიური თავდასხმების გამო, 80%-ით შემცირდა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მოხსენებაშია ნათქვამი.
ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი გრძელვადიან გავლენას მოახდენს რეგიონის მოსახლეობაზე.
ისრაელის თავდასხმებმა ღაზას სექტორზე კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში და მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკური გაჭირვება როგორც ექსკლავში, ისე დასავლეთ სანაპიროზე, განაცხადა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა.
ღაზის სექტორში მცხოვრები დაახლოებით 1,7 მილიონი პალესტინელი არაერთხელ იქნა იძულებით გადაადგილებული, ხოლო ექსკლავის 2,3 მილიონიანი მოსახლეობა საკვების, წყლის, ელექტროენერგიის, საწვავის და მედიკამენტების ნაკლებობას განიცდის, განაცხადა მსოფლიო ბანკმა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო, ექსკლავის ეკონომიკამ განიცადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკი მის უახლეს ისტორიაში.
ღაზას ეკონომიკა 80%-ზე მეტით შემცირდა 2023 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო ექსკლავის მშპ 670 მილიონი დოლარიდან 90 მილიონ დოლარამდე დაეცა. გარდა ამისა, ღაზას ეკონომიკა 2023 წელს 24%-ით შემცირდა, აღნიშნა მსოფლიო ბანკმა.