2023 წლის 3 კვარტალში 1200 ტონა ნარჩენი საბურავის ამოღება მოხდა – ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია

როგორია ნარჩენების მართვის, ევროპული გამოცდილება, რა გამოწვევებია საქართველოში ამ მხრივ და რა ცვლილებებია საჭირო – ამის შესახებ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა კომერსანტის ეთერში ისაუბრეს.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სანდრო ვეფხვაძის თქმით, ასოციასციამ, რომელსაც 8 ძირითადი დამფუძნებელი ჰყავს 2023 წლის 3 კვარტალში 1200 ტონა ნარჩენი საბურავის ამოღება მოახდინა.
„ხდება ამოღება და შეგროვება, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი გადამუშავება უნდა მოხდეს, ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა მთავარი გამოწვებაა. ვგულისხმობ ქარხანას რომელი ამ ყველაფერს გადაამუშავებს და შესაბამის დისტრიბუციას მოახდენს.“- განაცხადა სანდრო ვეფხვაძე. მისი თქმით, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ასოციაცია ცდილობს გაიზიაროს ევროპაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ირმა პატარაიას თქმით, ევროპაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები (მგვ ორგანიზაციები), მუნიციპალიტეტები და კერძო ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ნარჩენების მართვის საკითხში აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდებიც. მისი თქმით, ეს გამოცდილება უნდა აითვისონ ქართულმა კომპანიებმაც.