საახალწლო დეკორის ნივთებით თურქეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ იანვარ-ოქტომბერში 10,2 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TÜİK) ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, ამ კატეგორიის პროდუქციაში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.
თუ 2019 წელს საახალწლო დეკორაციებით საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 5 მილიონ 569 ათას 347 დოლარი შეადგინა, 2020 წელს, როდესაც მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) პანდემია გამოცხადდა, ეს მაჩვენებელი 5 მილიონ 225 ათას 948 დოლარამდე შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიონ 445 ათას 336 დოლარი იყო.
ამ კატეგორიის პროდუქციის საგარეო ვაჭრობის უმეტესი ნაწილი წლის ბოლო ორ თვეში მიმდინარეობს.
თურქეთიდან 2019 წელს ნაძვის ხის დეკორაციის ექსპორტმა 558 570 დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში – 2 441 694 აშშ დოლარი.
ამავე პროდუქციის იმპორტმა თურქეთში 2019 წელს 5 მილიონ 10 ათას 777 დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში – 7 მილიონ 749 ათას 149 დოლარი.
ამ პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2019 წელს 11,1 პროცენტი შეადგინა, 2020 წელს 9 პროცენტი, 2021 წელს 20,9 პროცენტი, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 31,5 პროცენტი.