2023 წლის შემოდგომის შემდეგ სოფელ კრინკიში დაიკარგა 788 უკრაინელი სამხედრო

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისის ბოლომდე, ხერსონის ოლქის სოფელ კრინკიში მიმდინარე ბრძოლებისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა 788 უკრაინელი სამხედრო – ამ ცნობას ავრცელებს “Слідство.Інфо”, უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით.
ჟურნალისტები წერენ, რომ ამავე პერიოდში კრინკიდან გაასვენეს და დაკრძალეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 262 მოკლული ჯარისკაცი.
სოფელში, დნეპრის მარცხენა ნაპირზე 2023 წლიდან მოქმედებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მცირე ზომის პლაცდარმი, რომელსაც ს ძალები ინტენსიურად უხსნიდნენ ცეცხლს. 16 ივლისს მედიაში უკრაინის არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები იძულებულნი გახდნენ სოფელი დაეტოვებინათ.
კრინკი მცირე ზომის სოფელია ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა ნაპირზე. რუსეთის არმიამ ის დაიკავა 2022 წელს ში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. 2023 წელს უკრაინის არმიამ შეძლო კრინკიში გამაგრება და მცირე პლაცდარმის შექმნა, თუმცა ამ პლაცდარმზე დაყრდნობით შეტევითი ქმედებები აღარ განხორციელებულა.