ყველა დროის ყველაზე პოპულარული თოჯინების ისტორია, ფილმად ქცეული ვიდეო თამაშები და ცნობილი ანიმაციების თანამედროვე ადაპტაციები – თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი კინომანებისათვის განსაკუთრებულად მრავალფეროვანი აღმოჩნდა და ეს კინოთეატრების შემოსავლებზეც აისახა.
BM.GE 2023 წლის გლობალურად ყველაზე შემოსავლიანი ფილმების TOP 10-ს Comscore-ის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ.
მიმდინარე წელი იმით იყო გამორჩეული, რომ წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა რეიტინგების სათავეში დამოუკიდებელი ფილმი მოექცა, რომელიც სერიების ნაწილი არ არის. ამავდროულად, ათეულში შემავალი ფილმების ნახევარი მიმდინარე სერიის ნაწილია, ერთიც კი “დისნეის” ანიმაციის “რიმეიკი”.
გარდა ამისა, “მარველის” სტუდიის ფილმები, რომლებიც, როგორც წესი, რეიტინგის მოწინავე ადგილებს იკავებენ, ამჯერად TOP 10-ში ორი პოზიციითაა წარმოდგენილი.