2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები | Forbes-ის რეიტინგი

ჟურნალმა “ფორბსმა” 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც ათეულში ფეხბურთელები და კალათბურთელები დომინირებენ, თუმცა შეიცვალა ლიდერი. 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი არგენტინელი ლიონელ მესი იყო, წელს კი მან ადგილი პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაუცვალა. ათეულში ასევე შედიან ორი გოლფისტი, ჩოგბურთელი და მოკრივე.
მთლიანობაში Forbes მიერ შედგენილი რეიტინგი ასე გამოიყურება:
· 1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 136$ მილიონი
· 2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 130$ მილიონი
· 3. კილიან მბაპე (ფეხბურთი) – 120$ მილიონი
· 4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 119,5$ მილიონი
· 5. კანელო ალვარესი (კრივი) – 110$ მილიონი
· 6. დასტინ ჯონსონი (გოლფი) – 107$ მილიონი
· 7. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 106$ მილიონი
· 8. სტეფ კარი (კალათბურთი) – 100,4$ მილიონი
· 9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 95,1$ მილიონი
· 10. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 89,1$ მილიონი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში