2023 წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები საქართველოში – TOP 10

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.
BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც 2023 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა. საგულისხმოა გარემოება, რომ საქსტატის განმარტებით, ვერ გაასაჯაროებენ კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას და ამ კომპანიების რიგითობას, თუმცა საქსტატის ინფორმაციით, ყველა კომპანია რომელიც მათ მიერ მოწოდებულ სიაშია, წარმოადგენენ უმსხვილეს ინვესტორებს, თუმცა ისინი რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული, შესაბამისად უცნობია მათ შორის რომელმა ჩადო საქართველოში რიგით #1; #2 და აშ. მოცულობის ინვესტიცია.
საქსტატის მიერ მოწოდებულ სიაში შემავალი კომპანიების უდიდესი ნაწილი უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში ყოველწლიურად ექცეოდნენ, მათ შორის რეიტინგში პირველად მოხვდა სს “პონტუსი”, რომელიც გონიოში ხუთვარსკვლავიანი კურორტის განვითარებით არის დაკავებული. პროექტი რუსულ ინვესტიციას წარმოადგენს. რეიტინგის შედარებით ახალი წევრია “ექსელუს ჰოლდინგი”, რომელიც სინგაპურული კომპანია Indorama ჰოლდინგის შვილობილია და ის “რუსთავის აზოტის” ქარხნის ახალი მფლობელია.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების რეიტინგი:
წყარო: bm.ge