2023 წლის სიტყვა დასახელდა

2023 წლის სიტყვა დასახელდა
2023 წლის სიტყვად “ჰალუცინაციის გამოწვევა” (Hallucinate) დასახელდა. გამარჯვებული კემბრიჯის ლექსიკონზე მომუშავე გუნდმა გამოავლინა. მათი თქმით, ტერმინი ხელოვნური ინტელექტსა და მისი პოპულარობის მზარდ ტენდენციას ეძღვნება – სწორედ ასეთად ახასიათებენ მიმდინარე წელს, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.
სიტყვა Hallucinate კემბრიჯის ლექსიკონში შემდეგნაირადაა განმარტებული: “ესაა მოვლენა, როდესაც თითქოს ხედავთ, გესმით ან გრძნობთ იმას, რაც არ არსებობს”. სექციას ახლავს მეორე განმარტებაც, სადაც ნათქვამია, რომ ეს ტერმინი, სპეციფიკურად ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას, ხაზს უსვამს, თუ “როგორ აწარმოებს AI “ცრუ” ინფორმაციას”.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰენრი შევლინი ამბობს, რომ სიტყვა “ცრუ” არ უნდა გავიგოთ, როგორც “ტყუილი”. ეს უფრო გამოხატავს, რომ AI, როგორც ფიზიკური სხეული და აგენტი არ არსებობს. სიტყვა Hallucinate-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული განმარტება სწორედ 2023 წელს დაემატა, მას შემდეგ, რაც გაიზარდა ინტერესი გენერაციული AI ინსტრუმენტების, ChatGPT-ს, Bard-ისა და Grok-ის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის ლექსიკონი 2004 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გვაცნობს, თუ რომელ სიტყვას ენიჭება ეს სტატუსი. წელს გამარჯვებული საზოგადოების მიერ ხმის მიცემის მეთოდით გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 340 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათგან 93%-მა კი სწორედ Hallucinate-ს დაუჭირა მხარი. შარშან, 2022 წელს, გამარჯვებულ სიტყვად “გობლინის რეჟიმი” დასახელდა, 2021 წელს კი – “ვაქცინა”.
ასევე ნახეთ:
“გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…” – ნინა წკრიალაშვილი დუმილს არღვევს
„ყურადღების და კრიტიკული აზროვნების დაქვეითება“ – როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან

ასევე დაგაინტერესებთ