“2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა..” – რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი

„2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა ვაკონტროლოთ სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს.

ამასთანავე, პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად, საქართველომ გააძლიერა სათამაშოებში ტყვიის მიგრაციის შესახებ მარეგულირებელი ჩარჩო. ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება. უზრუნველვყოფთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას და ვიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად უწყვეტ რეჟიმში – 24/7 – დავიწყეთ სინჯების აღება და ანალიზების ჩატარება მძიმე მეტალებზე, რათა ტყვიის შემცველობა გამოვავლინოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში. არსებული შედეგებით დგინდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ვერ იქნება მიჩნეული ტყვიასთან შეხების წერტილად და მოწამვლის წყაროდ.

ასევე ვაცნობიერებთ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ტყვიის მოწამვლის საფრთხეების განეიტრალებაზე ქვეყნის მთავრობას ეკისრება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ გლობალურ ძალისხმევაში. საქართველოს გაუმართლა, რადგან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საერთაშორისო უწყებებიდან, პარტნიორებისა და მეგობრებისგან. მათ შორის არიან -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გერმანია და ნორვეგიის უნივერსიტეტი. ეს დახმარება მიმართულია შესაძლებლობათა განვითარებისკენ ქიმიკატების მონიტორინგის სფეროში, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების უნარის გამომუშავებისკენ, მეთვალყურეობისა და კონტროლის მოდელების დანერგვისკენ, საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებისკენ, კადრების გადამზადებისკენ“,

ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა