2023 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვები, ნოემბერთან შედარებით, 118.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

2023 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვები, ნოემბერთან შედარებით, 118.7 მლნ დოლარით (2.3%) შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით Galt & Taggart-ი ავრცელებს.
“რეზერვების ცვლილება ძირითადად უკავშირდება უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის 25%-დან 20%-მდე შემცირებას, ასევე მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს”, – აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2.1%-ით, 5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.