2023 წლის აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშები

2023 წელს აუქციონებზე ტოპ-100 ლოტის საერთო ღირებულებამ $2.4 მილიარდი შეადგინა. ეს შესამჩნევი ვარდნაა 2022 წლის $4.1 მილიარდთან შედარებით. 2023 წელს $100 მილიონზე მეტად მხოლოდ ორი ხელოვნების ნიმუში გაიყიდა – პაბლო პიკასოს „Femme à la montre“ და გუსტავ კლიმტის „Dame mit Fächer“. შედარებისთვის, 2022 წელს $100 მილიონზე მეტი ექვს ნამუშევარში გადაიხადეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აუქციონებზე 50 ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშიდან სამის ავტორი ქალია – ლუიზ ბურჟუა, ჯორჯია ო’კიფი და ჯოან მიტჩელი. 2022 წელს ტოპ-50-ში ქალი ხელოვანის არცერთი ნამუშევარი არ შესულა.

2023 წელს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშების ათეულში შემავალი ნამუშევრებიდან ექვსი Christie’s-მა გაყიდა, დანარჩენი ოთხი კი Sotheby’s-მა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში ერთი მხატვრის ორი ნამუშევარი მოხვდა. საუბარია ავსტრიელ სიმბოლისტ გუსტავ კლიმტზე და მის ფერწერულ ტილოებზე: „Dame mit Fächer“ და „Insel im Attersee“.

ცნობისთვის, 2022 წლის საუკეთესო შედეგი ენდი უორჰოლის, „Shot Sage Blue Marilyn“-ს (1964 წელი) ეკუთვნის, რომელშიც Christie’s-ის აუქციონზე $195 მილიონი გადაიხადეს. 2023 წლის სიის ლიდერი ნამუშევარი კი დაახლოებით $139 მილიონად გაიყიდა.

ვრცლად