2023 წელს Swatch-ის წმინდა მოგებამ $1 მლრდ-ზე მეტი შეადგინა

საათების უდიდესმა მწარმოებელმა კომპანია Swatch-მა 2023 წელს წმინდა მოგება და შემოსავალი მსოფლიოს უმეტეს რეგიონში გაზარდა. Swatch-ის პრესრელიზის თანახმად, გასულ წელს მისმა წმინდა მოგებამ 890 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (1,03 მილიარდი დოლარი) შეადგინა, წინა წლის 823 მილიონ ფრანკთან შეადგინა.
საოპერაციო მოგება1,16 მილიარდი ფრანკიდან 1,19 მილიარდ ფრანკამდე გაიზარდა. საოპერაციო მოგების მარჟა იყო 15.1%, 2022 წლის 15.4%-თან შედარებით. შემოსავალი გაიზარდა 5,2%-ით და 7,89 მილიარდ ფრანკს შეადგენდა. გაცვლითი კურსის რყევების გარეშე ზრდამ 12.6% შეადგინა.
Swatch-ის დირექტორთა საბჭომ რეკომენდაცია გაუწია დივიდენდის გაზრდას ერთ ჩვეულებრივ აქციაზე 1,3 ფრანკამდე და 6,5 ფრანკამდე ერთ პრივილეგირებულ აქციაზე. რეკომენდაცია განიხილება აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე, რომელიც 8 მაისს გაიმართება.
Swatch ხედავს გაყიდვების „შესანიშნავი ზრდის პერსპექტივებს“ 2024 წელს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო ფასების სეგმენტებში, მიუხედავად ფრანკის გამყარებისა.
Swatch-ის უბრალო აქციების ღირებულება, რომელიც ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Breguet და Omega, Blancpain და Certina, Tissot და Longines, ბოლო სამი თვის განმავლობაში 7,2%-ით დაეცა.