2023 წელს Apple სმარტფონების გაყიდვებით მსოფლიო ბაზრის ლიდერი პირველად გახდა

Apple Inc. 2023 წელს მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვებით ლიდერი პირველად გახდა. მისმა წილმა გლობალურ გაყიდვებში 20.1% შეადგინა. შესაბამისად, Samsung-მა 2010 წლის შემდეგ ლიდერობა პირველად დაკარგა.
აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (IDC) წინასწარ ანგარიშშია გამოქვეყნებული.
ამავე ცნობით, სამხრეთ კორეის Samsung Electronics-მა გაყიდვები შარშან 13,6%-ით შეამცირა, ჩინურმა Xiaomi-მ 4,7%-ით და OPPO-მ 9,9%-ით. ამავდროულად, სმარტფონების ბაზარზე შედარებით ახალმა მოთამაშემ, Chinese Transsion-მა გაყიდვები 30,8%-ით გაზარდა და წლის ბოლოს მეხუთე ადგილზე გავიდა, ბაზრის 8,1%-იანი წილით.
სმარტფონების გლობალური მიწოდება 2023 წელს 3,2%-ით შემცირდა და 1,17 მილიარდ ერთეული შეადგინა.