2023 წელს 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, საიდანაც 2.8% გამოწვეული იყო სიმთვრალით

გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან, 158 შემთხვევა ანუ მთლიანი ავარიების 2.8% გამოწვეული იყო სიმთვრალით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს 7 310 ადამიანი დაზარალდა და 442 დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ