2023 წელს ჩიპების გლობალური გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა

ჩიპების გლობალური გაყიდვები 2023 წლის ბოლოს შემცირდა 8,2%-ით და $526,8 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ უსაფრთხოების ინდუსტრიის ასოციაცია (SIA) იტყობინება.
ამასთან, 2022 წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი $574,1 მლრდ დაფიქსირდა.
დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,4%-ით – $48,66 მლრდ-მდე გაიზარდა, ამასთან, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,6%-ით არის მომატებული.
მეოთხე კვარტალში მსოფლიოში $146 მლრდ-ის ჩიპები გაიყიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 11,6%-ით მეტია. 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ზრდამ 8.4% შეადგინა.
2023 წელს გაყიდვების ზრდა მხოლოდ ევროპაში დაფიქსირდა – 4%-ით. გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შემცირდა 5,2%-ით, ჩინეთში 14%-ით, იაპონიაში 3,1%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში 10,1%-ით.
დეკემბერში ჩიპების გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა 12,5%-ით წელიწადში, ევროპაში – 2,1%-ით, ჩინეთში – 19,4%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 11,3%-ით. ამასთან, იაპონიაში ეს მაჩვენებელი 4,6%-ით შემცირდა.
SIA-ში გაერთიანებულია -ის ჩიპების ინდუსტრიის დაახლოებით 99% და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებელთა დაახლოებით 66%.

ასევე დაგაინტერესებთ